ლუი ვან გაალმა "ევერტონის" მენეჯერობა იუკადრისა

AutoSharing Option
როგორც იცით, გადაყენებული რონალდ კუმანის ნაცვლად 24 ოქტომბერს ლივერპულის "ევერტონის" დროებით მენეჯერად დუბლების 44 წლის მწვრთნელი დევიდ ანსუორთი დაინიშნა, თავის გამოსაჩენად 4 მატჩი მისცეს და თუ მოვალეობას თავი გაართმევდა, სეზონის ბოლომდე დატოვებდნენ.

ამ ოთხი შეხვედრიდან გუნდმა პრემიერლიგაზე სამიდან ორი თამაში წააგო და ერთი მოიგო, ხოლო ევროპა ლიგაზე "ლიონთან" დამარცხდა, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელს ეძებს და "მანჩესტერის" ყოფილ თავკაცს ლუი ვან გაალს შეეხმიანენ, რომელმაც უთხრა, რომ ინგლისში სამუშაოდ დაბრუნება კი უნდა, თუმცა მხოლოდ ტოპ-გუნდის ჩაბარებას დათანხმდება და "ევერტონის" დამოძღვრა არ სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული