ფაბრეგასის აღიარება: ალექს ფერგიუსონს პიცა მე მოვარტყი

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა 13 წლის შემდეგ სკანდალური აღიარება გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელი Sky1-ის არხზე პროგრამა A League of their Own-ის სტუმარი იყო. წამყვანმა ჯეიმს კორდენმა ფეხბურთელს 2004 წლის ოქტომბრის მოვლენების შესახებ ჰკითხა. მაშინ ფაბრეგასი "არსენალში" თამაშობდა.

49-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ "არსენალი" 0:2 დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედთან". იმ შეხვედრის შემდეგ ლონდონური კლუბის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა პიცა მოარტყა სახეში "მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს. მაშინ "არსენალის" მცველმა მარტინ კიოუნმა განაცხადა: "რამდენადაც მახსოვს, ეს იყო ესპანელი ბიჭი, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა. მან პიცის სროლაშიც
ბრწყინვალე ტექნიკა გამოავლინა - ისე ისროლა, თითქოს ფრისბი ყოფილიყოს".

13 წლის შემდეგ ფაბრეგასმა აღიარა, რომ სწორედ მან ესროლა პიცა ფერგიუსონს. "დიახ, ეს მე ვიყავი! მაგრამ მარტინ კიოუნი მატყუარაა, რადგან კარგად მახსოვს, რომ ის ჩემ წინ იდგა და ვიღაცას სცემდა. ამიტომაც არ შეეძლო ეს დაენახა", - განაცხადა ესპანელმა.

ინციდენტი "ოლდ ტრაფორდის" გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში მოხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული