"ოლდ ტრაფორდი", ტევადობით, ევროპაში მესამე იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპირებს 13 ათასი მაყურებლით გაზარდოს თავისი სტადიონის, "ოლდ ტრაფორდის" ტევადობა, - წერს გაზეთი Daily Mail-ი. თუ ეს მოხდება, მანჩესტერელთა არენა სიდიდით მესამე იქნება ევროპაში.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სურს, რომ მაყურებელთა საერთო რიცხვმა 88 ათასს მიაღწიოს ბობი ჩარლტონის ტრიბუნების გაზრდის ხარჯზე. დღეისთვის, "ოლდ ტრაფორდი" 75 643 მაყურებელს იტევს.

ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონია - "ბარსელონას" "კამპ ნოუ" - 99 354 მაყურებელი. ლონდონში "უემბლის" სტადიონი 90 ათას მაყურებელს იღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული