"მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" და დავიდ დე ხეა ახალი კონტრაქტის თაობაზე ლაპარაკობენ. 26 წლის მეკარის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის. ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა, რომ დე ხეას კონტრაქტი, რაც შეიძლება, ხანგრძლივი იყოს.

ესპანელი კიპერი "იუნაიტედში" 2011 წელს გადავიდა მადრიდის "ატლეტიკოდან". ინგლისურმა გრანდმა მასში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადა. დავიდმა "მანჩესტერის" მაისურით 277 მატჩი ჩაატარა და 279 გოლი გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ