"ჰადერსფილდის" ფიზიოთერაპევტს ბაზაზე ორალური სექსისას შეასწრეს

AutoSharing Option
შარში გაეხვა შარშანწინ "ლივერპულიდან" "ჰადერსფილდში" გადასული 42 წლის ფიზიოთერაპევტი ლიამ კერშოუ, რომელსაც საწვრთნელ ბაზაზე მაშინ შეასწრეს, როდესაც თავის 29 წლის საყვარელთან ორალური სექსით გახლდათ დაკავებული.

კლუბის ხელმძღვანელობა უფრო იმან აღაშფოთა, რომ ამ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკადემიის ბავშვები ვარჯიშობდნენ. კერშოუმ დანაშაული აღიარა ან კი როგორ არ აღიარებდა, როცა ფაქტზე წაასწრეს, თქვა, რომ ამ ქალთან 2015 წლის შემდეგ უკვე ოთხჯერ ქონდა ასეთი "კონტაქტი".

თურმე, ნუ იტყვით და საკუთარ სასქესო ორგანოს სურათს უღებდა და ფოტოს საყვარელს მობილური ტელეფონით უგზავნიდა...

კერშოუს საკითხი კლუბის კრებაზე
განიხილეს, რომელსაც პენი გრიფიტი თავმჯდომარეობდა, მან თქვა, რომ ფეხბურთელმა მოინანია ჩადენილი  უმსგავსო საქციელი და ასე აღარ მოიქცევა.

მოკლედ, აპატიეს. ისე, ლიამს მეუღლე ყოლია, მისი რეაქცია ცნობილი არაა და თუ რამ შევიტყვეთ, უთუოდ გაცნობებთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ ის 29 წლის ვიღაც ჰადერსფილდის ფეხბურთელი იყო?
ucnobi
12:44 21-09-2017
0

სიახლეები პოპულარული