რუნის 2 წლით აუკრძალეს ავტომობილის მართვა

AutoSharing Option
დღეს ლივერპულის "ევერტონის" თავდამსხმელის, უეინ რუნის სასამართლო გაიმართა, რომელიც 1-ელ სექტემბერს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის დააკავეს, მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. შრეკს 100 მლ სისხლში 104 მგ ალკოჰოლი აღმოაჩნდა, მაშინ, როდესაც ინგლისში დასაშვები ნორმა 35 მგ-ია.

უეინმა დანაშაული აღიარა და კლუბს, ოჯახს და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

მას ავტომობილის მართვა 2 წლით აუკრძალეს, 100 საათით საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომა მოუწევს და 193 ფუნტით დააჯარიმეს. ამას გარდა, "ევერტონმა" ორი კვირის ხელფასის ოდენობის თანხით, 300 ათასით დააჯარიმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული