"ლივერპული": კოუტინიო? რა პრობლემაა?!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ლივერპულსა" და ფილიპე კოუტინიოს შორის პრობლემა მოგვარებულია. პრობლემა კი გაჩნდა მას მერე, რაც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ბარსელონაში" გადასვლა მოისურვა. თუმცა "ლივერპულის" უფროსობამ და იურგენ კლოპმა ყველა ღონე იხმარეს, რათა კოუტინიო მერსისაიდულ გუნდში დარჩენილიყო.

პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 26 წლის შემტევს ზურგის ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც არ უთამაშია პრემიერლიგის სასტარტო ტურებში. "მანჩესტერ სიტისთან" შაბათის მატჩის წინ მან ვარჯიში განაახლა, თუმცა განაცხადში ვერ მოხვდა.

კლოპმა თქვა, რომ ფეხბურთელთან ურთიერთობაში პრობლემები აღარ არის, რომ ახლა მთავარია, ტრავმის შემდეგ დროულად აღიდგინოს ფორმა, და
მეტიც - რეალურია, რომ ამ კვირაში "სევილიასთან" საჩემპიონთალიგო მატჩის განაცხადშიც მოხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ra porma agidginoso tips ar unda ligaze tamashi da mizezebs edzeben vitom pormashi ar aris, ise liverpulis panebi sad xart arsenaltan mogebis mere chempionobaze ro laparakobdit, gaiget ro liverpuls sheudzlia realurad ibrdzolos otxeulistvis, mets ver gaqachavs shansi ar aqvs.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
03:08 11-09-2017
1

სიახლეები პოპულარული