"სუონსის" მწვრთნელმა პოლ კლემენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილი ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი ხვალ გამოცხადდება გუნდში და 10 სექტემბერს პრემიერლიგის მორიგ ტურში "ნიუკასლთან" საშინაო მატჩში სავარაუდოდ ათამაშებს:
"შეხვედრამდე ორჯერ ვარჯიშს მოასწრებს. მინდა კვირას იასპარეზოს. 20 წლისაა და მასზე დიდი ზეწოლა დაუშვებელია. ძალიან ნიჭიერია და შეუძლია ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იყოს".