telegraph: არსენალის ფეხბურთელებს ალექსის სანჩესის წასვლა სურთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელების უმრავლესობას სურს, რომ ალექსის სანჩესმა გუნდი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრაფი" ავრცელებს.

სანჩესის გადაბირება კი ამ დროს "მანჩესტერ სიტის" უნდა.

წყაროს ცნობით, "ლივერპულთან" 0:4-ით წაგების შემდეგ ლონდონური კლუბის ფეხბურთელები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ 28 წლის ჩილელი ჯობია წავიდეს გუნდიდან.

თანაგუნდელებს ჰგონიათ, რომ სანჩესის ყოფნა "არსენალზე" მომავალში უარყოფითად იმოქმედებს.