ინგლისური კლუბები სატრანსფერო ფანჯრის შემცირებას ითხოვენ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის კლუბები გამოდიან ინიციატივით, მათ ფეხბურთელების გაფორმების უფლება არა 1-ელ სექტემბრამდე, არამედ პირველ აგვისტომდე ჰქონდეთ. საუბარი შიდა ტრანსფერებზეა და ახალი რეგულაცია, თუ მას მიიღებენ, სხვა ჩემპიონატებიდან ფეხბურთელების ყიდვაზე არ იმოქმედებს.

"პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელების შეხვედრაზე ეს საკითხი განვიხილეთ. უმეტესობა თანახმაა, მაგრამ შესაძლოა, ყველა მწვრთნელის თანხმობა გახდეს საჭირო.

სატრანსფერო ფანჯრის შემცირება კლუბებს გარიგებების უფრო დროულად განხორციელებისკენ უბიძგებს. პირადად მე არ მომწონს, როდესაც ტრანსფერები ბოლო წუთებზე ხორციელდება", - აცხადებს "სუონსის" მთავარი მწვრთნელი პოლ კლემენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციის შემოღების მიზეზი ისაა, რომ
შიდა ტრანსფერები ჩემპიონატის დაწყების შემდეგ აღარ განხორციელდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული