დღეს თუ არა ხვალ ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" ჩაირიცხებაო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის კოუტინიოს შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. სულ უკანასკნელი ცნობით, რომელიც ბრიტანულმა "რეკორდმა" გაავრცელა, "ბარსელონა" აუცილებლად და ყოველმიზეზგარეშე შეიძენს მას.

აღნიშნული გამოცემა ამტკიცებს, რომ კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ, საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს,  150-მილიონევროიან ტრანსფერზე მორიგდნენ და ეს ამბავი დღეს ან ხვალ ოფიციალურად გაცხადდება.

ჟურნალისტი კავეჰ სოლკეჰოლი კი იუწყება, რომ ფეხბურთელის ოჯახის წევრმა პირადად გაუმხილა, რომ ფილიპეს ცუდი ურთიერთობა აქვს გუნდის მწვრთნელთან იურგენ კლოპთან და ერთ-ერთი მიზეზი ბლაუგრანაში მისი გადაბარგების სურვილისა, ესაც გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული