ხოსეპ გვარდიოლა: ბევრი ფული აღარ გვაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მის გუნდს, ფეხბურთელების შესაძენად, ბევრი ფული აღარ დარჩა.

"დაცვის ცენტრის გაძლიერება? ჯონ სტოუნზით, ვენსან კომპანითა და ნიკოლას ოტამენდით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება.

ბევრი ფული აღარ დაგვრჩა. უკვე საკმაოდ დავხარჯეთ, რადგან ბევრ პოზიციაზე ფეხბურთელების დეფიციტს განვიცდიდით.

თუ სატრანსფერო ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს, შევეცდებით, კიდევ გავძლიერდეთ." - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News-ი.

გვარდიოლას გუნდმა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბერნანრდუ სილვა, ედერსონი, კაილ უოკერი, დანილო და ბენჟამინ მენდი დაიმატა და მათში 228
მილიონი ევრო დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული