"ბაიერნი" უკრაინელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნი" უკრაინის ნაკრებისა და "ჟირონას" 25 წლის ნახევარმცველის, ვიკტორ ციგანკოვის თამაშს აკვირდება.

გამოცემის მტკიცებით, "ბაიერნმა" ციგანკოვის თამაშის სანახავად ესპანეთში სკაუტები რამდენჯერმე გაუშვა და სავარაუდოდ, მის შეძენას ზაფხულში შეეცდება.

აღნიშნულია, რომ შესაძლო ტრანსფერში "ჟირონა" 30 მილიონ ევროს მოითხოვს და ამ თანხის 50%-ს ფეხბურთელის ყოფილი კლუბი კიევის "დინამო" მიიღებს.

მიმდინარე სეზონში ციგანკოვმა კატალონიურ გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული