"ბაიერნმა" ოსიმენის შეძენა მოისურვა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ირწმუნება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება ზაფხულში "ბაიერნში" გადაბარგდეს.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს 24 წლის ნიგერიელის თამაში და ამის შესახებ ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები საქმის კურსში არიან.

არაა გამორიცხული, უახლოეს ხანში მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყოს. ტრანსფერის განხორციელებას ხელი მხოლოდ ოსიმენის მაღალმა ფასმა შეიძლება შეუშალოს. აგრეთვე გასათვალისწინებელია მწვრთნელ თომას ტუხელის პოზიცია.

მიმდინარე სეზონში ვიქტორმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული