"ლევერკუზენისა" და "შტუტგარტის" ყოფილ მწვრთნელს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

AutoSharing Option
"ლევერკუზენის", "შტუტგარტისა" და სხვა არაერთი გუნდის ყოფილ მწვრთნელ კრისტოფ დაუმს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

რა ეტაპზეა 68 წლის სპეციალისტის დაავადება ჯერჯერობით უცნობია.

დაუმი სამწვრთნელო საქმით ბოლოს 2017 წელს იყო დაკავებული, როდესაც რუმინეთის ნაკრებს ედგა სათავეში.

მან 1992 წელს "შტუტგარტს" გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა.