ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" დაბრუნდება?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ბავარიულ გრანდში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და 2019/20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება სურს.

თუ სეზონის მეორე ნახევარში მისთვის სასურველი კუთხით სიტუაცია არ შეიცვლება, ალკანტარა ესპანეთში დაბრუნდება. მისი გადაბირებით "ბარსელონაა" დაინტერესებული, კლუბი, რომელმაც ალკანტარა აღზარდა.

მიმდინარე სეზონში ტიაგომ "ბაიერნის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ესპანელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშრებს.

მომზადებულია Sport Bild-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონაში ფრენკი დე იონგს ან რაკიტიჩს ამოაგდებს ? უკმაყოფილო მიულერიც იყო, მაგრამ დარჩა. არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნის ლიდერად ნამდვილად ვერ შედგა
????
18:12 15-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული