ტიაგო ალკანტარამ და არიენ რობენმა ტრავმები მიიღეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტთან" მატჩის 44-ე წუთზე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ, სტადიონი ყავარჯნებით დატოვა და როგორც იუწყებიან, რამოდენიმე თვე მოუწევს უქმობა.

ამავე შეხვედრის 48-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო "რეკორდმაისტერის" ვეტერანმა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა არიენ რობენმა, თუმცა ალკანტარასგან განსხვავებით სერიოზულად არ დაშავებულა და მხოლოდ გლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში ვერ დაეხმარება თავის გუნდს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული