კლიმატი, სტილი და მარტოობა - ხამეს როდრიგესს "რეალში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
კოლუმბიელ ვარსკვლავ ხამეს როდრიგესს სურს, ვადაზე ადრე დაასრულოს იჯარა "ბაიერნში" და დაბრუნდეს "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ნახევარმცველს არ მოსწონს არც სიტუაცია მიუნხენურ კლუბში, არც გერმანული სათამაშო სტილი და არც გერმანიის ცივი კლიმატი.

ხამესმა საბოლოოდ აიცრუა გული კარლო ანჩელოტის გადაყენების შემდეგ. როდრიგესისთვის იტალიელი დასაყრდენი იყო კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ხამესს დიდ სათამაშო დროს არ აძლევდა, ახლა კი ფეხბურთელის პოზიციები საბოლოოდ შეირყა.

ცოტა ხნის წინ მეუღლესთან განშორებისა და ანჩელოტის წასვლის შემდეგ, კოლუმბიელი მიუნხენში თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობს.

როგორც Diario Gol-ისთვის გახდა ცნობილი,
ხამესს "რეალში" დაბრუნება სურს, იმის მიუხედავად, რომ მისი იჯარა კიდევ 21 თვეა ძალაში.

როდრიგესმა "ბაიერნის" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მისთვის ეხლა მილანია ზედგამოჭრილი გუნდი
სუსო უნდა რეალს და საიამოვნებით გავცვლით ალბათ მიუხედავათ იმისა რო სუსოც გვაწყობს და ხამესიც ერთად
მილანს ეხლა ახალი ტაქტიკური ჩანაფიქრი აქვს სუსო ამ ჩანაფიქრს ეწირება მისი პოზიციიდან გამომდინარე
ალბათ ძალიან კარგი აზრი იქნებოდა სუსოს და ხამესის გაცვლა დავამატებდით რამეს მაგალითად ზაპატას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული