გერმანია 32 ათასი ფრანკით დაისაჯა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 32 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა გერმანიის საფეხბურთო კავშირი, აგრეთვე, გაფრთხილება მისცა ამ ორგანიზაციას გერმანიასა და ჩეხეთს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო.

შეხვედრა პრაღაში პირველ სექტემბერს გაიმართა. რადიკალურად განწყობილმა გერმანელმა ფანებმა, რომლებიც ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, მატჩის წინ დაარღვიეს წუთიერი დუმილი, თამაშის მსვლელობისას კი ნაცისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და კავშირის ხელმძღვანელობას ლანძღავდნენ.

გარდა ამისა, გერმანიის საფეხბურთო კავშირი დააჯარიმეს პიროტექნიკის გამოყენების, მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლისა და მინდორზე უცხო პირების გამოჩენის გამო.

დავამატებთ, რომ
ფიფამ საქმე აღძრა ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგაც, რადგან ვერ შეძლო სტადიონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული