ანჩელოტის აკრიტიკებენ და იცავენ

AutoSharing Option
"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელები კარლო ანჩელოტის მოსვენებას არ აძლევენ.

შტეფან ეფენბერგის, ოლივერ კანისა და მარიო ბასლერის შემდეგ, აგერ, იტალიელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" ცოცხალმა ლეგენდამ, პაულ ბრაიტნერმაც გააკრიტიკა. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ გერმანული გრანდი პროგრესის ნაცვლად რეგრესირებს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენელებმა გასვლაზე "ჰოფენჰაიმთან" 0:2 წააგეს.

"ბაიერნის" თამაშში არ ჩანს ის სიგიჟეები და აგრესია, რაც იყო გვარდიოლას დროს. სულ მცირე, გუნდმა ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ანჩელოტის არ დაუსახავს მიზნად ფეხბურთელების გარჯის სრულყოფა, არ არის იდეებიც. მგონი, ამას ყველა ხედავს. ასე
გაგრძელება აღარ შეიძლება", - თქვა ბრაიტნერმა.

სამაგიეროდ, ანჩელოტი დაიცვა "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა. აი, მისი სიტყვებიც: "ანჩელოტის უნდა ვაცადოთ. საერთოდ, როცა "ბაიერნს" ეხება საქმე, ყველაფერი სხვანაირადაა. როცა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება ტიაგო, ყველა დუმს. როცა თადარიგშია მიულერი, მაშინ საკითხი პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს იმიტომ, რომ ის გერმანელია", - განაცხადა ჰიტცფელდმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნი სპეციფიური გუნდია და ყოველთვის პრეტენზია აქვს მაღალი მიზნებისთვის. ამიტომ ლოგიკურია, როცა მუდმივად ჩემპიონობას და ლიგის მოგებას ითხოვენ მისგან. ასევე მისი ყველა მარცხიც, მითუმეტეს გერმანიის ჩემპიონატში მტკივნეულად აღიქმება. მე ვფიქრობ, ბაიერნმა უნდა შეცვალოს სატრანსფერო პოლიტიკა. რა თქმა უნდა აქცენტი გერმანელებზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ლეგიონერებიც მიზნების მისაღწევად შესაბამისი სიძლიერის უნდა მოიყვანოს. ბოლო პერიოდის ტრანსფერებმაც ვერ გაამართლეს. ახლა გუნდის მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგაა და ანჩელოტის ბუნებრივია მის მოგებას მოსთხოვენ
მმმ
13:35 12-09-2017
0

სიახლეები პოპულარული