რატომ გაბრაზდა უსმანე დემბელე?

AutoSharing Option
კატალონიური პრესა იუწყება, რომ გასულ სეზონში ბუნდესლიგასი 30 მატჩში 6 გოლის გამტანი და 11 საგოლე გადაცემის გამკეთებელი 20 წლის თავდამსხმელი უსმანე დემბელე ფრიად უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ბორუსია" "ბარსელონაში" არ ყიდის.

არადა, "ბლაუგრანა" 90 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს. შეგახსენებთ, შარშან "რენიდან" გადასვლისას დემბელეს პირობა მისცეს, რომ თუ სერიოზული მთხოვნელი გამოუჩნდებოდა, ტრანსფერს არ დაუბლოკავდნენ და პირი უტეხეს.

ამის გამო გაბრაზებულმა გუშინ ვარჯიში გააცდინა, დასაჯეს და დღევანდელ წვრთნაში მონაწილეობა აუკრძალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული