უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

სომხეთის ნაკრებმა თურქეთში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, D ჯგუფში თურქეთისა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

სომხეთის ნაკრები შესვენების შემდეგ „პიუნიკის“ 33 წლის ნახევარმცველმა არტაკ დაშიანმა დააწინაურა. თუმცა, 88-ე წუთზე საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულმა „რენის“ თავდამსხმელმა ბერტუგ ილდირიმმა გაიტანა.

თურქეთის ნაკრები 10 ქულით ლიდერია, სომხეთს კი 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ქულით მესამე ადგილზეა.

ესკიშეჰირი. „იენი სტადიუმუ“
თურქეთი - სომხეთი 1:1
გოლები: 0:1 დაშიანი (49), 1:1 ილდირიმი (88)