ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა - ესპანეთმა ხორვატიას საფეხბურთო ომი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთმა საოცარ მატჩში ხორვატია დამატებით დროში 5:3 დაამარცხა.

ესპანეთი თავიდანვე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, მეტოქის ნახევარზე დაბანაკდა და მე-15 წუთზე პედრის პასის შემდეგ კოკეს მართებდა გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგი იერიშისას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ხორვატთა მცველ ვიდას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ჩაქირმა პენალტი არ დანიშნა. მე-20 წუთზე კი უნაი სიმონმა კურიოზული გოლი გაუშვა და სლავები დაწინაურდნენ. „ფურია როხამ“ ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც შტურმი სარაბიამ დააგვირგვინა და პირველი ტაიმი
ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში „ფურია როხამ“ შეტევები გააძლიერა და 56-ე წუთზე ასპილიკუეტამ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ხორვატია უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა, მეტოქის კარზე იერიშები მიეტანა - გვარდიოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. 76-ე წუთზე კი ფ. ტორესმა დაამწუხრა ლივაკოვიჩი და ესპანეთი 2 ბურთით გაიჭრა წინ. თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა, ხორვატია არ დანებდა და ჯერ ორშიჩმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო კომპენსირებულ დროში პაშალიჩმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

მესამე ტაიმის დასაწყისში ორშიჩმა ოდნავ ააცილა მიზანს, კრამარიჩის 3 მეტრიდან დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია, საპასუხო იერიშისას მორატამ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდი ისევ წინ გავიდა. 103-ზე ოიარსაბალმაც უწია მიზანს და ანგარიში 3:5 გახდა. დასკვნით მეოთხედში ბუდიმირმა ვერ გამოიყენა შანსი, ხორვატიას ეტყობა ძალაც გამოელია, ესპანეთმა თამაში დააწყნარა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ესპანეთი მეოთხედფინალში საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
ხორვატია - ესპანეთი 3:5
გოლები: 1:0 პედრი (20, საკ. კარში), 1:1 სარაბია (38), 1:2 ასპილიკუეტა (56), 1:3 ფ. ტორესი (76), 2:3 ორშიჩი (85), 3:3 პაშალიჩი (90+3), 3:4 მორატა (100), 3:5 ოიარსაბალი (103)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბუსკეტსი დაასახელეს.
. ესპანეთი დიდი ტურნირის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
. მიმდინარე ტურნირზე 9 ავტოგოლი გავიდა - იმდენივე, რამდენიც ევროს ისტორიაში.
. 18 წლისა და 215 დღის პედრი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროს პლეი-ოფის სასტარტოში ითამაშა. მან რუნის რეკორდი დაამხო.
. ესპანეთმა ბოლო 3 მატჩში ხორვატიას 13 გოლი გაუტანა.
. ესპანეთმა ევროპირველობაზე ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა 5 გოლი, რაც პირველად მოხდა.

alt"ესპანეთთან" ჯოჯოხეთი გველის" - ამბობს ხორვატი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს იყო მაგარი თამაში? ეს იყო ეზოს ფეხბურთი ცოლიანები რომ უცოლოებს ეთამაშებიან, იმ დონის! :დ
ქუთაისელი
13:27 29-06-2021
9
აუ, რა მაგარი თამაში იყო? ყოჩაღთ ესპანეთს და ხორვტიასაც, საოცარი ფეხბურთისთვის!
barsa
22:55 28-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული