მოხერხება ამას უნდა - როგორ შექმნეს "კოპენჰაგენის" ფეხბურთელებმა გოლი საკუთარ კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებში იმდენი დრამატული მატჩი იყო, რომ "კოპენჰაგენისა" და "რიიეკას" თამაშს ცოტა ვინმე თუ მიადევნებდა თვალს. არადა, შეხვედრის ბედი საოცარმა გოლმა გადაწყვიტა.

მოედნის ცენტრში ვიქტორ ნიელსონმა მოწინააღმდეგე წააქცია. მსაჯმა თამაში განაგრძო. ფრანკო ანდრიაშევიჩმა ბურთი მიიღო და მარტოდმარტო გაიქცა წინ. ხორვატს რაგნარ სიგურდსონი შეხვდა, ნელსონი უკან მორბოდა. შეტევა დასრულდა? არა: სიგურდსონმა ვარდნაში თანაგუნდელი წააქცია, "რიიეკას" ნახევარმცველი კვლავ წინ მიიწევს.

ანდრიაშევიჩმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, თუმცა დარტყმული ხარიხას მოხვდა. ახლა კი მართლაც ყველაფერი დამთავრდა... არა! მეტოქის ჩამოსასწრებად
ქარის სიჩქარით მორბენალი პეტერ ანკერსენი რეაქციას აგვიანებს და საკუთარ კარში გააქვს გოლი. და "კოპენჰაგენი" ევროპა ლიგას ემშვიდობება!

ამ ეპიზოდს "ბენი ჰილის შოუს" მუსიკაღა აკლია...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკას მერე პირველად ვნახე ასეთი თეატრალიზებული გოლი :დდდდ
Nick
18:17 02-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული