გამწარებული კუმანი "ევერტონის"ფეხბურთელებს მისდგა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე ბერგამოში "ატალანტასთან" 0:3-ზე წაგებული მატჩისას ლივერპულის "ევერტონის" მენეჯერი რონალდ კუმანი სახალხოდ გამოხატავდა უკმაყოფილებას თავისი ფეხბურთელების მიმართ, თამაშის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შემდეგი თქვა:

"ჩვენ არ ვიყავით ერთიანი გუნდი. თითქმის ყველამ შემართებისა და აგრესიის გარეშე ითამაშა. მე მესმის გულშემატკივრების ჩვენს მიმართ უკმაყოფილება. თუმცა, ამ წაგებიდან საჭირო დასკვნების გამოტანაა საჭირო. ეს იყო სამარცხვინო მარცხი.

ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადაპტაციისათვის დრო ესაჭიროებათ. ასეთ დონეზე საასპარეზოდ გამოცდილება აკლიათ. ამასთან, წაგებისათვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც ვიღებ".

შეგახსენებთ, ეს "ევერტონის" ზედიზედ მესამე წაგებაა. აქამდე ლივერპულელები
პრემიერლიგაზე "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული