უხვგოლიანი მატჩი და "რეალის" გამარჯვება ჩვეულ სტილში - "ბლანკოსი" სუპერთასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 10 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდული დერბი შედგა. "რეალმა" "ატლეტიკო" 5:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებულის გამოსავლენად კი დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე მარიო ერმოსომ გახსნა, რუდიგერმა სხვაობა აღადგინა, 29-ე წუთზე კი ფერლან მენდიმ "რეალი" წინ გაიყვანა. 37-ე წუთზე გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 78-ე წუთზე რუდიგერმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა, 85-ე წუთზე კი დანი კარვახალმა სხვაობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში
გადავიდა.

116-ე წუთზე კარვახალის კარგი თამაშის წყალობით "რეალი" სავიჩის ავტოგოლით წინ გავიდა, 120+2 წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ბრაჰიმ დიასმა დააფიქსირა.

"ბლანკოსის" მეტოქე ფინალში დღეს "ბარსელონასა" და "ოსასუნას" შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სრულიად შედმეტია ოთხი გუნდის მონაწილეობა სუპერ თასზე, უნდა შეხვდნენ ჩემპიონი და თასის მფლობელი და მორჩა, ისედაც გადატვირთულ კალენდარს კიდევ ერთი თამაში მიამატეს, არავინ არ ფიქრობს ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე და ამ კოლოსალურ დატვირთვებზე, ამ უსარგებლო თამაშზე რომ ამხელა დატვირთვას მიიღებ, შემდეგ სადაც მართლა საჭიროა თამაში უკვე ვეღარ ითამაშებ, ადამიანი ხარ ბოლო ბოლო, რობოტი ხომ არა, ამიტომაც იმატა ტრამვებმა გუნდებში, ვეღარ უძლებს ორგანიზმი ამდენ დატვირთვებს. რეალურად არავინ არ ფიქრობს ამაზე, აქცენტი მხოლოდ ფულზეა გადტანილი
მამუკა
17:15 11-01-2024
0
ერთერთი საუკეთესო საყურებელი დერბი რომელიც ოდდსმე მინახავს! ბრავო ორივე გუნდს,უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებმა მოივეს და ჩემდა გასაკვირად ატლეს არ უჩეხავია
BOSS
15:34 11-01-2024
0

სიახლეები პოპულარული