38 წლის მოდრიჩმა თავის მომავალზე გააკეთა განცხადება

AutoSharing Option
"რეალის" 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავის მომავალზე გააკეთა განცხადება:

"ჩემი გეგმა "რეალში" შემოქმედებითი ისტორიის გაგრძელება, მატჩების და ტიტულების მოგებაა. იმედია, ეს ამ სეზონში მოხდება. ვიმედოვნებ, რომ სიამოვნებას ყოველი მომენტით მივიღებ, რადგან არასოდეს არ იცი, ეს რამდენად დიდხანს გაგრძელდება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში".

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხორვატს "რეალთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აღარ მახსოვს რომელმა ფეხბურთელმა თქვა, მოდრიჩი რომ ვიყო 80 წლამდე ვითამაშებდიო.
მამუკა
02:15 31-12-2023
0
პერესის ადგილზე მოდრიჩი-კროსსს მინიმუმ 42 წლამდე არ გავუშვებდი კლასი თავისას შვრება იქ რო ახალგაზრდა გაიზრდებაა არანაკლებები გაიზრდებიან მაგათან ერთად თამაშით კიდე თამაშობენ ხალხი და რატო უნდა წავიდნენნ....
სიმართლე
21:34 30-12-2023
0

სიახლეები პოპულარული