"ბარსელონა" ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკის გაყიდის

AutoSharing Option
Sport.es-ი წერს, რომ "ბარსელონამ" ზაფხულში კლუბის ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკია გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ბლაუგრანას" მიზანია, 35 წლის პოლონელი საუდის არაბეთში სარფიანად გაასხვისოს.

ვეტერან თავდამსხმელს წელს კარგი სეზონი ვერ აქვს. ჯამში მან კატალონიელთა ფორმა ყველა ტურნირზე 67 მატჩში მოირგო, სადაც 42 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.