"სევილიას" მწვრთნელად კიკე ფლორესი დანიშნეს

AutoSharing Option
"სევილიას" მწვრთნელი 58 წლის კიკე ფლორესი გახდა, - იტყობინება კლუბის საიტი.

კიკე ფლორესს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს და ის ამ სეზონში გუნდის მესამე მწვრთნელია. 8 ოქტომბერს ხოსე ლუის მენდილიბარი გადააყენეს, 16 დეკემბერს კი - დიეგო ალონსო.

16 ტურის შემდეგ ანდალუსიური კლუბი 13 ქულით ლა ლიგაში მე-17 ადგილზეა.

კიკე ფლორესი ბოლოს "ხეტაფეში" მუშაობდა, საიდანაც 2023 წლის აპრილში დითხოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული