მხოლოდ 2 თვე იმუშავა - "სევილია" კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშეა

AutoSharing Option
"სევილიამ" გვაუწყა, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ანდალუსიელები ლა ლიგის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე "ხეტაფესთან" 0:3 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი "რამოს სანჩეს პისხუანზე" მხოლოდ 2 თვე მუშაობდა და ევროპაში ეს მისთვის პირველი გამოცდილება იყო.

"სევილია" წელს ძალიან არადამაჯერებელ სეზონს ატარებს და პრიმერაში გასავარდნ ზონაში რომ არ არის, ეს მხოლოდ დადებითი ბურთების შეფარდების შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული