"ვილიარეალის" მწვრთნელად მარსელინიო დანიშნეს

AutoSharing Option
მარსელინიო გარსია ტორალი "ვილიარეალის" მწვრთნელი გახდა, - იტყობინება კლუბის საიტი.

58 წლის მარსელინიოს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და დღეიდან მუშაობას შეუდგება.

მარსელინიო "ვილიარეალს" 2013-16 წლებში ედგა სათავეში, შემდეგ კი "ვალენსიაში", "ბილბაოსა" და "მარსელში" მუშაობდა, რომელიც სექტემბერში დატოვა.

13 ტურის შემდეგ "ვილიარეალი" ლა ლიგაში 12 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 26 ნოემბერს "ოსასუნას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული