"ბარსელონამ" 20 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა - გამოსასყიდი თანხა 400 მილიონია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონამ" გუნდის 20 წლის ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს კონტრაქტი 4 წლით გაუხანგრძლივა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

ლოპესი "ბლაუგრანას" აკადემიაში 2016 წლიდან მოყოლებული ირიცხება. მან ჯამში კატალონიური გუნდის ფორმა 7 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.