ესპანეთში სკანდალი არ ცხრება - განცხადება ჰერმოსომაც გააკეთა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჯენი ჰერმოსომ სპეციალური განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ გოგონას RFEF-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა აკოცა. ჰერმოსო ნაკრებში, სწორედ ამ სკანდალიდან გამომდინარე არ გამოიძახეს.

"მსურს, ჩემს კოლეგებს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ისინი არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვდნენ და იძულებულები არიან კიდევ ერთ ცუდ ამბავი რეაგირების გარეშე არ დატოვონ. ეს გარემოება იმ ხალხმა შექმნა, რომლებიც RFEF-ში რჩებიან და გადაწყვეტილებებს ისევ იღებენ. ერთ საკითხს ნათელი მინდა მოვფინო - დღეს ცდილობდნენ
დაემტკიცებინათ, რომ არეულობა უსაფრთხო იქნება ჩემი თანაგუნდელებისთვის, თუმცა იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ნაკრებში ჩემი დაცვის მოტივით არ გამომიძახეს. რისგან ვართ დასაცავები, ან ვისგან?"- დაწერა ჰერმოსომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

აგვისტოს ბოლოს ჰერმოსომ და 80 სხვა ფეხბურთელმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ RFEF-ში რეალური ცვლილებების განხორციელებამდე ესპანეთის ნაკრებში არ ითამაშებდნენ. თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ტექსტის ხელმომწერი მოქმედი ბევრი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩებისთვის გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული