ქაოსისა და ქამბექების მატჩში "ბარსელონამ" "ვილიარეალს" სძლია

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ვილიარეალი“ 4:3 დაამარცხა.

სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ამის შემდეგ წინ გასვლა მოახერხეს, თუმცა კატალონიურმა გუნდმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

„ბარსელონა“ 7 ქულით მესამე ადგილზეა და 3 სექტემბერს სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

"ბარსას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 679 მაყურებელი
ვილიარეალი - ბარსელონა 3:4
გოლები: 0:1 გავი (12), 0:2 დე იონგი (15), 1:2 ფოიტი (23), 2:2 სიორლოტი (40), 3:2 ალექს ბაენა (50), 3:3 ფერან ტორესი (69), 3:4 ლევანდოვსკი (72)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩმორსელონა ხოდზეაა აბა რაა
Dima
21:49 27-08-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული