უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ადრე სუპერლიგის პროექტში დარჩენილი სამი კლუბიდან ორზე, "იუვენტუსსა" და "ბარსელონაზე" გააკეთა კომენტარი, ახლა კი "გაძეტა დელო სპორტთან" განაცხადა, რომ საინტერესოა, რას შეიტყობენ მესამის, "რეალის" თაობაზე:
"ეს პროექტი მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაციებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის არსებობს. მათ სურთ, უეფასთან მოლაპარაკების შემთხვევაში თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად რაღაც გააკეთონ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ აქ განსახილველი არაფერია.
სააგენტო А22 Sports-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე დავთანხმდი და კლუბების წარმომადგენლებისა და ფანთა გაერთიანებების მიწვევა შევთავაზე. კარლ-ჰაინც რუმენიგემ ეს ზუსტად აღწერა: "თქვენთვის ეს ვატერლოო იქნება".
"იუვენტუსთან"
თუმცა, საინტერესოა: სამი კლუბიდან, რომელთაც თავი ფეხბურთის გადამრჩენლებად წარმოუსახიათ, ერთის წინააღმდეგ ბიუჯეტის მაქინაციების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მეორეს სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებენ. ვნახოთ, იქნება თუ არა კიდევ რამე მესამე კლუბთან დაკავშირებით.
საინტერესოა იმის ნახვა, როგორ გადაარჩენენ ფეხბურთს".