"ვფიქრობ, მესის მსგავსი ტიტული ექნება, როდესაც კარიერას დაასრულებს..." - პუიოლი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ფეხბურთში ისე შევა, როგორც მაიკლ ჯორდანი კალათბურთში. 

"თუ თქვენ მკითხავთ, მაიკლ ჯორდანი ვინ არის, მე გიპასუხებთ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია. ვფიქრობ, მესის მსგავსი ტიტული ექნება, როდესაც კარიერას დაასრულებს. 

ჯორდანზე ხშირად მიდის საუბარი, რომ რეალურად ის საუკეთესო არ არის. ხანდახან რთულია იყო ობიექტური, როდესაც საქმე საუკეთესოდ დასახელებას ეხება. "რეალის" გულშემატკივრისთვის რთულია აღიაროს, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. 

ჩვენ გაგვიმართლა, რომ მესი გვყავს. თუ მე, როგორც "ბარსელონაზე" შეყვარებულ ადამიანს, ამ გრძნობას წამართმევთ, სტატისტიკა არსებობს,
რომელიც არ იტყუება და ნათლად აჩვენებს, რომ ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა პუიოლმა. 

მომზადებულია Goal-ის მიხედვით

altმესის "ბარსადან" წასვლის განცხადებაზე პუიოლის, ლინეკერის, სუარესის, ფიგუს და კატალონიის პრეზიდენტის რეაქცია

მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ერეკლეო ნათქვამია.სად ლომი და სად ჩასვრილი კურდღელი.ნაკრებში 4 ფინალი აქვს წაგებული.
avoi
14:07 24-12-2020
7
პუიოლ 100%-ით მართალი ხარ. შენისთანა მაგარი ფეხბყრთელი, მაგრა აკლია ბარსას.
barsa mesi
17:26 23-12-2020
9

სიახლეები პოპულარული