რაკიტიჩი: მესის სხვანაირი ზრუნვა სჭირდება

AutoSharing Option
"სევილიას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესიზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"მესისთან მუდამ კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მკითხა, რამე ხომ არ მჭირდებოდა.

ასეთი დონის ფეხბურთელებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ისინი სხვანაირები არიან, მათ სხვანაირი ზრუნვა სჭირდებათ. უცნობია, ვნახავთ თუ არა ასეთ მოთამაშეს მომავალში", - ციტირებს რაკიტიჩს As-ი.

ისინი "ბარსაში" ერთად 2014-20 წლებში თამაშობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ