რაკიტიჩი: "ბარსელონა" ჩემპიონად უნდა აღიარონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კორონავირუსის გამო ლა ლიგაში შეჩერებულ სიტუაციაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ჩვენ ტურნირის განახლება და ჩემპიონობის ბრძოლაში მოპოვება გვინდა. თუმცა, ასევე მესმის, რომ თუ ლა ლიგა ვერ განახლდა, სეზონის დასრულება მოგვიწევს. იმდენად, რამდენადაც ლიდერები ვართ, ჩემპიონებად უნდა გვაღიარონ.

იდეალურ ვარიანტში ტურნირის ბოლომდე გაგრძელებაა საჭირო, მაგრამ ეს კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, რათა შემდეგი სეზონის დაწყება გაითვალისწინონ", - განაცხადა რაკიტიჩმა ტელეარხ "მოვისტარის" ეთერში.

27 ტურის შემდეგ "ბარსელონა" პრიმერას ლიდერია და მეორეადგილოსან "რეალს" 2 ქულით უსწრებს.

ასევე დაგაინტერესებთ