ერნესტო ვალვერდე: ჩემპიონობამდე 2 მოგება გვაშორებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგას 33-ე ტურში "სელტასთან" ნამატჩევს კომენტარი გააკეთა:

"შეხვედრის შედეგით უკმაყოფილო ვარ, რადგან ძალიან გვინდოდა მოგვეგო. ოქროს მედლებამდე 2 მოგება გვაშორებს და გვსურს, მიზანს მალე მივაღწიოთ.

გახსნილი თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. სერხი რობერტოს გაძევების შემდეგ გაგვიჭირდა, ვინაიდან მეტოქემ მაგრად შემოგვიტია.

ცვლილებები ყოველთვის სარისკოა, მაგრამ ესპანეთის თასის ფინალის წინ ზოგიერთი წამყვანი ფეხბურთელი დავასვენე. გვინდა, გავიმარჯვოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

დიეგო ასპასი ჩინებულ ფორმაშია, მისი სახით ვიგოელებს მაგარი ფეხბურთელი ჰყავთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული