ლიონელ მესი მხოლოდ საჭირო მომენტში ითამაშებს

AutoSharing Option
ლიონელ მესი "ბარსელონას" მხოლოდ საჭირო მომენტებში დაეხმარება - ამის შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA იუწყება. არგენტინელმა და კატალონიელთა დამრიგებელმა ერნესტო ვალვერდემ მოილაპარაკეს, რომ ლეოს უფრო მეტი დასვენება სჭირდება და შედარებით სუსტ გუნდებთან იგი დაისვენებს.

"როდესაც სათადარიგოთა შორის ვზივარ, მგონია, რომ საერთოდ შეხვედრის მონაწილე არ ვარ. ყოველთვის მსურს, რომ გუნდს დავეხმარო და ვითამაშო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონი გრძელია და ფეხბურთელს დასვენებაც სჭირდება. ჩვენ ძალიან ძლიერ და დამღლელ ჩემპიონატს ვთამაშობთ", - აღნიშნა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული