ნეიმარმა "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი აპირებს, სასამართლოს გზით ის 30 მილიონი ევრო მიიღოს, რომელიც მას ბონუსის სახით კონტრაქტში ლოიალურობისთვის ეკუთვნოდა.

როცა გაირკვა, რომ ნეიმარს კლუბის გამოცვლა სურდა, "ბარსელონამ" გადაწყვიტა, ბრაზილიელისთვის ბონუსი აღარ ჩაერიცხა, რადგან პსჟ-ში გადასვლით ნეიმარმა "ერთგულების" პირობა და შესაბამისად, კონტრაქტი დაარღვია.

Marca-ს ცნობით, ნეიმარს კლუბის ასეთი საქციელი არ მოეწონა და მას სასამართლოში უჩივლა, მაგრამ "ბარსელონამ" დიდი ხანი არ იცადა და 75 მილიონი ევროს ოდენობის საპასუხო სარჩელი შეიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული