"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის თასზე "ლეგანესთან" მატჩში ისევ მიიღო მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა, თან ექიმებმა მედშემოწმებაზე უთხრეს, რომ გადაღლილია და ნახევარი თვე დასვენება სჭირდება.
ნახევარმცველ ისკოს კი მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს და ერთი კვირა იუქმებს.