"რეალის" გულშემატკივრებს უნდათ, რომ რონალდომ გუნდი დატოვოს

AutoSharing Option
As-მა "რეალის" გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა - უნდათ თუ არა თავდამსხმელი რონალდო გუნდში დარჩეს?

გამოკითხვაში მონაწილეობა 125 ათასზე მეტმა ქომაგმა მიიღო და მათი 67.5% მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუ კრიშტიანო ბლანკოსიდან წავა.

5 "ოქროს ბურთის" მომგები პორტუგალიელი "სამეფო გუნდის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მან 418 მატჩში 422 გოლი გაიტანა.