"რადგან ნეიმარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ე.ი. მისი შეძენა შეუძლიათ. ბრაზილიელის კონტრაქტში კლაუსულაა მითითებული. ეს ინფორმაცია პრესაში შემთხვევით არ გასულა. რონალდოს თავიდან მოცილება სურთ და ამგვარად ახდენენ მასზე ზეწოლას.
დარწმუნებული ვარ, პერესს ჩაფიქრებული აქვს კრიშტიანოს გაძევება. სწორედ ამისათვის მოიგონა ეშმაკური გეგმა: პორტუგალიელის ტრანსფერის თანხას ნეის შესაძენად გამოიყენებს", - განუცხადა კალდერონმა "პარიზიენს".