დიეგო სიმეონე 3 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 3 მოთამაშის გაშვებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. ეს ფეხბურთელები იანიკ ფერეირა-კარასკო, ლუსიანო ვიეტო და ნიკოლას გაიტანი არიან.

ფერეირა-კარასკოს გაყიდვის სურვილის შესახებ "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებმა რამდენიმე ინგლისურ კლუბს ამცნეს. ბელგიელის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნსაც" სურს.

სატრანსფერო ბაზარზე ფერეირას ფასი 40 მილიონი ევროა. 24 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 18 მატჩი გამართა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული