ივან რაკიტიჩი: რონალდოს არ გაუმართლა, რომ მესის ეპოქაში თამაშობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელები მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ლეო მესი დაახასიათა:

"ჩვენ ტერ შტეგენის კარგი თამაშით გაკვირვებულები არა ვართ. ის უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. "ბარსაში" ის ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობდა.

ყველამ იცის ჩემი აზრი რონალდოზე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არ გაუმართლა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, მესის ეპოქაში თამაშობს. მსოფლიოში ნომერ პირველი ერთადერთია და ეს მესია".
ასევე დაგაინტერესებთ