რონალდინიო: თუ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდა, მხარს დავუჭერ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ გამოთქვა აზრი ლიონელ მესის კლუბიდან წასვლის შესაძლებლობაზე.

"რთულია თქმა, რადგან ის ჩემი ახლო მეგობარია და როგორც ნამდვილი მეგობარი, მე მას მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ.

თუ მესის გული უკარნახებს სხვა კლუბში გადასვლას, მე მას ყოვლთვის მხარს დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ელჩი ვარ.

თუმცა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მესი "კამპ ნოუზე" დარჩენილიყო.

სადაც უნდა ითამაშოს მესიმ, ის ყველგან საკვანძო ფეხბურთელი იქნება მოედანზე", - თქვა რონალდინიომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ