პერესი ნეიმარის შესაძენად 450 მილიონს გადადებს

AutoSharing Option
"მარკა" ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენა და ამისათვის ყველაფერს იღონებს.

სახელდობრ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნა, ზამთარში ფეხბურთელებს არ დაიმატებს, ფორვარდს გარეთ ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედს" 110 მილიონ ევროდ მიყიდის და მთელი მობილიზებული თანხით ნეის შეიძენს.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, ამ ტრანსფერისათვის პერესი 450 მილიონი ევროს მობილიზებას გეგმავს. აქედან 200 მილიონი ტრანსფერს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელის ხელფასისთვის გადაიდება.

და თუ ეს განახორციელა, ლუიშ ფიგუს ამბავი მონაგონი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალეკო, მართლა? კაი ერთი! საიდან ასეთი "ზუსტი" ინფორმაცია!!! საღოლ ტო!!!
silo
10:52 16-11-2017
0
450 კი არა, რაც გადაიხადეს ისიც მინიმუმ ორჯერ მეტია მაგის რეალურ ღირებულებაზე.
ალეკო
12:08 13-11-2017
2

სიახლეები პოპულარული