მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა ტრავმა კი მოირჩინა და რამოდენიმე დღის წინ ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ AS-ი იტყობინება, რომ დღეს წვრთნის შემდეგ ფეხი ატკივდა, მედშემოწმება გაიარა, ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა და კიდევ ერთი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა.
ბოლოს გარეთმა 26 სექტემბერს ითამაშა.