მან განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ხუნტაა, თუმცა შემდეგ ამის გამო ბოდიში მოიხადა. მან ისიც თქვა, რომ თუ მისი ეროვნულ გუნდში თამაში არ აწყობთ, შეუძლია სანაკრებო კარიერა დაასრულოს.
დღეს პიკე ფურია როხას შეკრებაზე მადრიდში ჩავიდა და as-ის ჟურნალისტს უთხრა, გუშინ ის ვთქვი, რაც უნდა მეთქვაო.